ე. თაყაიშვილი 1895 წელს
შეირთო ივანე პოლტორრაცკის ასული ნინო. პოლტარცკები
პოლონელები იყვნენ. მეფის რუსეთის დროს გრაფი პოლტარიცკი გამოზავნეს პეტერბურგში ,
ამიტომ მისი ოჯახი პეტერბუგგში ცხოვრობდა. იგი აქტიურად იყო ჩაბმული
დეკარისტულ მოძრაიბაშ
ი. რის გამოც გრაფის ოჯახში კავკასიაში
გადმოასახლეს., კერძოდ ქუთაისი გუბერნიაში. მოგვიანებით ცოლად შეირთო
ზედგენიძის ასული, როიმლისგანაც არი ვაჟიშვილი შძინა. ორივე შვილი მიბარებული
ჰყავდათ თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში., სადაც საფუძველი ჩაეყარა ივანე
პოლტარიცკის და ილია ჭავჭავაძის მეგობრობას.
პოლონელი გრაფის შვილი კარგად ფლობდა ქართულს , ცნობილია მისი
თარგმანები ქართულიდან რუსულ ენაზე კერძოდ, შოთა რუსთაველის „
ვეფვისტყაოსანი“, ილია ჭავჭავაის „ გლახის ნამობი“, „კაცია-ადამიანი“ . ივანე მატერიალურად ეხმარებოდა ქართულ წერა- კითხვას გამავრცებელ
საზოგადეოებას, ილია ჭავჭავაძემ თავისი პოემა „ აჩრდილი “ ნიშნად
პატივისცემისა სწორედ უძღვნა ივანეს. დიდი ქართველი გახლდათ ივანეს მეჯვარე,
მისი ვაჟიშვილი ილია [ილიკო
დაარქვეს] რაც
შეეხება ივანეს ძმას სიმონს , იგი იურისტად მუშაობდა პეტერბურგში. სწორედ რუსეთში
მისი მოღვაწწეობის დროს საქართველოს სათვისტომო, რომელშიც გაერთიანებული
იყვნენ – ილია ჭავჭავაძე, ნიკო-მარი, ივანე ჯავახიშვილი, ექვთიმე თაყაიშვილი, ვანო
მაჩაბელი, სიმონ ავალიშვილი,ივანე ნიჟარაძე და სხვა. ივანე პოლტორიცკი
მატერიალურად ეხმარებოდა ქართველ სტუდენტებს. იქაური ქართველობა კვირაში ერთხელ
გრაფთან სადილიზე იკრიბებიდნენ- სადაც მთავარი და ძირითადი თემა საქართველო
იყო. სიმონს ხშირად უთქვამს “ ჩემს ქართველობაზე ჩემი სახელი მეტყველებსო.
„ივანე პოლტორიცკიმ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ იქორწინა
ნადეჟდა გაბაშვილზე. მათი მეჯვარე ილია წინამძღვრიშვილი
იყო. ნადის მზითებში ერგო ოქროყანის მამულები. გაბაშვილის ოჯახი
ზემელზე ცხოვრობდა, სწორედ იმ შენობაში სადაც მეცნიერთა აკადემია მდებარეობს.
ოქროყანაში მათ ორი სახლი ჰქონდათ , ზემო და ქვემო აგარაკი. ზემო აგარაკზე
ორსართულინი სახლი იდგა, რომელიც თავდ გადასცეს მოსახლეობას სკოლის
გასახსნელად. ოქროყანის ნაწილი, დღევანდელი ფუნუკუილორის
ნაწილი , 1890 წელს ბელგიელებმა იჯარით აიღეს პოლონელი გრაფის
ოჯახისგან. ილია ჭავჭავაძის მეშვეობით ილიკო პოლტორიცკიმ
თანხა გამოაგზავა ტრამვაის ხაზის გასაყვანად. ილიკომ
განათლება საფრანგეთში მიიღო, მუშაობდა პარიზის ბანკში , მუდმივი კავშირი
ჰქონდა თავის ნათლიასთან ილია ჭავჭავაძესგან. გარდაიცვალა საქ-ში, მემკვიდრე
არ დარჩენია. ივანე პოლტარცკი განათლებით იურისტი იყო. ჯერ პირველი განყოფილების
მომრიგებლად მოსამართლედ მუშაობდა , ბოლო 20 წელი კი თბილისი ნორტარიუსის
თანამდებობა ეკავა. ივანე 1892 წელს გარდაიცვალა . იმ დროს
ექვთიმე თაყაიშილი თბილისში არ ყოფილა. დაკრძალვას ესწრებოდა ი. ჭავჭავაძე .
მოგვიანებით ეკატერინე გაბაშვილის უთქვამს ექვთიმესთვის „ ილიას თვალებიდან კურცხალ
კურცხალიცრემლი სდიოდაო“
ივანეს და ნადო გაბაშვილს ექვსი შვილი ჰყავდათ_ნინო,
ელენე,ანა, სოფიო, ეკატერინე და ალექსანდრე. ელენე პოლტარიცკი ფრანგულის
მასწავლებელი იყო, იგი ერთ-ერთი დამარსებელი გახლდათ უცხო ენათა ინსტიტუტეს. ნინო,
ელენე და ანა ილიკოსთან სწავლობდნენ პარიზში. სოფიო პიანისტი იყო, ეკატერინე
კონსევატორიაში მუშაობდა, მოგვიანებით კი ამერიკის საელჩოს ატაშე გახლდათ,
ალექსანდრე პროფესით იურისტი იყო.
პეტ-იდან დაბრონებულ ექვთიმეს ბინა არ ჰქონდა, ამიტომ
იაკობ გოგებაშვილთან ცხოვრობდა. იმ პერიოდში ხუთშაბათობით ქართველი ინტელინგცის
წარმომადგენლობა იკრიბებოდნენ ოქროყანაში , პოლტორაცკებთან. მაშინ მარტო ოქროყანა
კი არა, მთაწმინდაც პოლონელი გრაფის საკუთრება ყოფილა. 1905 წელს ექვთიმემ ცოლად
შეირთო ივანეს და ნინო პოლტარიცკი. მათ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები
იყნვნენ ოლღა გურამიშვილი და ილია წინაძღმრიშვილი. ვინაიდან მათ შვილი არ ჰყავდათ,
იშვილეს თავიანთი მოგვარე ლიდია თაყაიშვილი, რომელიც შემდეგ ნინო პოლტარიცსკის საშას მეუღლე გახლდათ.
ი. პოლტარიცსკი მეორე ქალიშვილის, ანას მეუღლე იყო ივანე
ნიჟარაძე. ი. ნიჟარაძემ განათლება მიღო პეტერბურგში.იგი ივანე ჯავახიშვილთან ერთად
სწავლობდა ისტორია-ფილოლოგის ფაკუტეტზე. ექვთიმე ხელს უწყობდა ი. ნიჟარაძეს
განათლებაში, დაჰყავდა ერთნოგრაფიულ ექსპედიციებზე, სწორედ ექვთიმეს
დახმარებით გაიცნეს ერთამანეთი და დახლოვდნენ ივანე ნიჟარაძე და ანა თაყაიშვილი.
ივანე და ანამ ჯვარი დაიწერეს სამების ტაძარში, მათი მეჯვარები იყვნენ ი.
ჟავახიშვილი და ეკატერინე გაბაშვილი. ქორწილს ესტრებოდნენ ოლღა და ილია ჭავჭავაძე.
ილიას ივანესთვის უჩუქებია ოქროს სათი ბუდით და წარწერით. ეს სათი ოჯახში ინახებოდა
1966 წლამდე შემდეგ კი გაუყიდიათ
რადგან ლიდიას დაკრძალვა მოეხერხებინათ.
ივანეს და ანას ორი შვილი _ ალექსანდრე და ნინო
შეძინათ.ნინო ექვთიმე თაყაიშვილმა მონათლა. სანამ ექვთიმე ახალ ბინაში გადავიდოდა,
მთელი პოლტარიცკების ოჯახი ეკატერინე გაბაშვილის სახლში ცხოვრობდა.
1910 წელს ექვთიმე და ნინო ახალ აშენებულ კერძო სახლში
ოლღას ქუჩაზე დასახლდნენ. Mმათი რჩევით ივანე ნიჟარაძეც თავისი ოჯახით აქ გადვიდა.
ქვთიმეს 7ოთახი ეკავა მესამე სართულზე.
ნინო პოლტარიცკია გარეგნობით ძალიან ლამაზი ყოფილა,
კარგად იცოდა რუსული და ფრანგული. პარიზში ჰქონდა დამთავრებული კონსევატორია და
კარგად უკრავდა. იგი ბევრს ეხმარებოდა ექვთიმეს მუშაობაში.
ექ. თაყაიშვილის ოჯახში 14 იანვარს, წმ. ნინოს ხსენების
დღეს დიდი წვეულობა იმართებოდა. საღამოს ოთახები ივსებოდა სტუმრებით. ექვთიმე ამ
დღეს ყველაზე კარგ ხასიათზე იყო. ასე გადიოდა წლები. . . 1921 წელს ნინომ და
ექვთიმემ უხმაუროდ დატოვეს თბილისი,. ამის შესახებ ნინო ნიჟარაძე {დისშვილი}
იხსენებს: 1921 წლის 25 თებერვალი, ამ დღეს თბილისში დიდი თოვლი მოვიდა
ბავშვები გახარებულები ვიყავით, დედამ ეზოში გაგვიშვა, მერე ავედი
დეიდასთან, მაგრამ არც ექვთიმე და არც ნინო აღარ დაგვხვდნენ. მაგიდასთან ჭურჭელი
კი არ იყო ალაგებული, სარეცხი კი თოკზე ეკიდა, ყველას გაუკვირდა,ორივეს წესრიგი და
სიუფთავე უყვარდა. დედას ცრემლები მოადგა თვალებზე, ლაპარაკს ვერ ახერხებდა. ასე
რომ 1921 წლიდან 1945 წ-მდე მოლოდინისა და მონატრების გზა გაიჭიმა.”
ნინოს გარდაცვალება იყო ექვთიმესთვის _` ნინო
გარდაიცვალა 1931წლის 8 ივლის ლევილში,ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდგომ.~
ექვთიმე მაინც გამაგრდა, მეუღლის დაბადებისა და გარდაცვალების თარიღს
უსახსრობის პირობებშიც აღნიშნავდა.
ე. თაყაიშვილი, 1945 წელს პარიზიდან თბილისში რომ
ჩამოფრინდა დიდ სიხარულთან ერთად აწუხებდა მეუღლის ნეშთის იქ დარჩენა. ამის გამო, დაწერა მან: `82 წლის მოხოცს ამიხდა დიდ ხნის ნატვრა, დავბრუნებოდი სამშობლიოს და
დავუბრუნე მას მისი კუთვნილი განძეულობა. საშვალება მომეცა ჩემს უნივერსტეტში და
ახალშობილ აკადემიაში დამეწყო მუშაობა. ოღონდ ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლის
ერთგული თანამგზავრი, საფრანგეთის მიწაში დამრჩა დამარხული~.
ექვთიმე ამას ვერ მოესწრო , მაგრამ ეს აღსრულდა
1987 წლის 22 თებვერვალს დღის 2 სათზე ქართველ მწერალთა და მოღვაწეთა
პანთეონში შედგა სამოქალაქო პანაშვიდი და ლევილიდან კუბოთი ჩამოსვენებული ნინოს
ნეშთი დიკრძალა ქმრის საფლავის გვერდით.
Комментариев нет:
Отправить комментарий