არქეოლოგიური მოგზაურობა სამხრეთ საქართველოში


ორჯერ იმოგზაურა ექვთიმე თაყაიშვილმა ტაოში.    1902 წელს არტაანიდან მოყოლებული კოლამდე.   აღწერა ბანა, ახლომდებარე ეკლესიებით და ჩანგლთან შეჩერდა. მეორედ 1907 წელს შეწყვეტილი გზა გააგრძელა, კოლა-ოლთისის მიდამოები შემოიარა. 1917 წელს მესამედ გაემგზავრა თურქეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების მოსანახულებლად.ექსპედიციაში  მონაწილეობდნენ:   ლადო გუდიაშვილი, მიხეილ ჭიაურელი, ე. ერმაკოვი, [ ფოტოგრაფი] გიორგი შევარდნაძე,  ანატოლი კალგინი,  ანატოლი ზანდევიჩი,  რომელიც შემდგომ ახალ დარსებულ თბილისის სახ-ფო მუზეუმში მოღვაწეობდა.
1917 წლის არქელოგიური ექსპედიცის მოგზაურობის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი წერს:
“ ხელ-ფეხს მიკოცნიდა  კოლა- ოლთის ჩინგლის ქართველობა, მშვიიდათ ბრძანდებოდეთ, მამა-პაპათა  ნამგარს არავის დავანგრე ვინებთ და დავიცავთო, ბევრ მაგანს ქართული ენა დავიწყებოდა, მაგრამ შეგნება რომ ისინი ქართველი არიან,  თითქოს ყველას ჰქონდა“
მოგზაურობას თვალი გადავავლოთ ლადო გუდიაშვილის მოგონებებით, რომელიც საქართთველოს მეჭურჭლეთუხუცეს წერდა „ექვთიმე თაყაიშვილი მთელი თავისი ცხოვრების მანძილზე უანგროდ ემსახურებოდა ეროვნულ საქმეს... არც დაღლა იცოდა , არც დასვენება ... ამნაირ ადამიანებს ძველად ხატავდნენ ტაძრის კედლებზე “
ეექსპედიცის ძირითადი არსი მდგომარეობს იმაში,    რომ არა მეცნიერის ასეთი თავგამოდება,  დღეს ისტორიას არ ექნებოდა ზუსტი დათარიღება,ყოველმხრივი აღწერილობა, დეტალური მასალა ისეთი ქართული ძეგლებისა. როგორიც არის ოშკი, იშხარი, ხარული, ბანა.
ექსპედიციამ ზუსტად გაარკვია,  დაადგინა  ტაძრების, ეკლესიების,  ციხების სახელწოდებებიდა ადგილ მდებარეობა, რაც ამ მოგზაურობამდე უცნობი და შეომოწმებელი იყო მეცნიერული ლიტერატურისთვის.
ექვთიმეს თაოსნობით  შესწავლილი იქნა ყველა წარწერა, ქრონიკონი-თარიღის აღმნიშვნელი ასოები,  „ მას საოცარი მეცნიერული წვდომა ჰქონდა, ძველი წაეწრების წაკითხვის საოცარი უნარი. უმრავლესობას იქვე გადმოღების   თანავე კიხულობდა, ზოგს, უფრო რთულს, სადგომში მისვლისას,  ჩვენ ახალგაზრდები ვისვენებდით,იგი  კი უჯდა  საქმეს,  ფოტოებს, კალკებს, ნახატებს და არც დარჩენია რამ ამოუკითხავი.
თუ რაიმე ახალს ,, მნიშვნელოვანს ამოიკითხავდა ახალგაზრდულად წამოხტებოდა  ქაღალდის დროშასავით აფრიალებდა და  აღფრთოვანებით  შესძახებდა  აღმოჩენა.. !!  ახალი აღმოჩენა!
დიდ მეცნიერს  ხელოვნებაში განსაკუთრებით ჩარჩენია  მეხსიერებაში ხახულში ნანახი ქვაში ტვიფრული სიმბოლო- ქართული ფასკუნჯი მუდმივი  აღორძინების იდეა!
„ ეს კლასიკური ნიმუში ნოტარ-დამის ქიმერების შემოქმედებასაც შეეხამება! წერდა ლადო გუდიაშვილი.
უმშვენიერესი ბუნების გარემოცვაში დგანან ეს ბუმბერაზი ძეგლები  თითქოს უპატრონო,
თითქოს ძილსაც მისცემიან.. მაგრამ მაინც ალერსა და სითბოს იხოვენ ჩვენგან. ელიან მფარველსა და მცველს.ექვთიმეს  ექსპედიციამ დროულად შეაღო  ამ ტაძრის საუკუნეთა  მანძილზე დახშული კარები.. იმედია ჩვენი თაობაც,   გავხდებით „ ექვთიმოსნები“  მოვეფერებით და მივუალერსებთ შორს  საქართველოს მიწიდა მოწყვეტილ ტაძრებს....


Комментариев нет:

Отправить комментарий