ექვთიმე საფრანგეთში


საფრანგეთში  ქართველ ემიგრანტთა  შორის ცხოვრობდა ერთი ხანშიშესული კაცი, სათნო მეუღლესთან ერთად. ეს ოჯახი ყველაზე შეძლებული და ამავ დროს ყველაზე ღარიბი იყო მთელს საფრანგეთში. ოჯახის უფროსი ფასდაუდბელ განძს ფლობდა. განძი  ღვითშობლის წილხვედრ ქვეყანას და მის ხალხს ეკუთვნოდა. უჭირდა  ოჯახის უფროსს განძის შენახვა, მაგრამ უფრო მეტად უჭირდა  განძის შევსება თავისი  ხალხის  კუთვნილი  ახალადაღმოჩენილი ნივთებით. მას დაწყევლილი ჰყავდა ყველა ქრთველი, რომელიც სამშობლოს ისტორიულ ნივთს  დაუკარგავვდა, გამოცხადებული ჰქონდა, რომ ასეთი ნივთი ჯერ მასთან უნდა მიეტანათ, და თუ იგი ვერ  შეძლებდა მის ყიდვას მხოლოდ მერე შეძლო მისი გაყიდვა,. განძის მცველი ძლივს აკოწიწებდა  საჭირო თანხას. მხოლოდ ერთხელ  მიმართა ქართველ ემიგრაციას, დახმარებოდნენ ამ საშვილიშვილო საქმეში და მოეხადათ თავისი ვალი  სამშობლოსა და ერის წინაშე.
 1921 წლის 25 თებერვალი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების გამო, საფრანგეთში ევაკუირებულმა მენშევიკურმა მთავრობამ  გაიტანა საბანკო ვალიუტა, ჩვენი ისტორიისა და კულტურის საზეიმო განძეულობა  და ხელნაწერები. მათ მცველად გაჰყვა ე. თაყაიშვილი მეუღლითურთ. 11 მარტს ბათუმიდან დატვირთული კრეისერ `ერნესტ რენანით” გაემგზავრნენ  კონსტატიპოლამდე. სადაც მათ რაღაც პრობლემა შექმნათ და იძულებული გახდნენ  `ერნესტ რენანიდან”  განძეულობა, დაძველებული სატვირთო გემ `ბენ ჰოაზე” გადაეტანათ.  ვიდრე ხმელთაშუა ზღვას  გალევდნენ და საფრანგეთის ნაპირს მიუახლოვდებოდნენ, კაპიტანმა  დეპეშა გაგზავნა და მთავრობისგან მარსელის ნავსადგურში ბადრაგის დახვედრა მოითხოვა. მათ იქ დახვდათ ყველაზე უფრო პატიოსანი სამხედრო  ნაწილად მიჩნეული სენგალის პოლკი, რომელმაც ქართული ძვირფასეულობით სავსე ყუთები მარსელის ბანაკამდე მიაცილა.
განძეულობა მოთავსებული იყო 249 ყუთში. სია საქრთველოშიც იყო. 1931 წლის 22თებერვალს გაზეთ კომუნისტის ნომერში გამოქვეყნდა ამ სიის მიხედვით მოშიმშილე ევქვთიმეს და ნინას მიერ შეძენილი ნივთების სია. რომელიც დღესაც უცნობია საზოგადოებისთვის. ვინ იცის რამდენმა ადამიანმა მოითბო ხელი მას შემდეგ. ეს კიდევ კვლევა ძიების საკითხია.
საგანგებო კომისის საგანგებოდ  მიჩნეულ  ქუთაისისა და თბილისის ხაზინიდან წაღებული `სარეალიზაციო საბანკო ვერცხელეულობა~გადაუდვნიათ გაუყიდიათ 1200000 მანეთად. თანხის ნაწილით ქალაქ  ლევილიში უყიდიათ მამული და სახლი. ამავე სახლის მეორე სართულზე ექვთიმესა და ნინოსათვის მიუციათ 2 ოთახი.   მრავალი წლის მანძილზე  ეს განძეულობა ხელშუხებელი ელაგა, ვიდრე საქართველოს ემიგრანტულმა მთავრობამ  არსებობა არ შეწყვიტა და ანაბარი უპატრონოდ დარჩა.
ამ დღიდან ექვთიმე თაყაიშვილი ახალი ტანჯვა-წამების გზას გაუდგა. ექვთიმეს განძულის პატრონობის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ გააჩნდა, რომლითაც თავის სიმართლეს დამტკიცებდა. ექვთიმე თაყაიშვილი არწმუნებდა საფრანგეთის მთავრობას რომ მარსელის ბანკში შენახული განძეულობა არსაოდეს  არ შეადგენდა ემიგრანტული მთავრობის საკუთრებას, რომ იგი საქართველოს კერძო მუზეუმის საკუთრება იყო და საერთაშორისო კანომდებლობის შეასბამისად მათვე უნდა დაბრუუნებოდათ. მეცნიერი იმოწმებდა საბჭოთა რუსეთის მაგალითს.  
თავის  საცავში დაცული ყველა ქართული  სიძველე, აქ სხვადსახვა დროსა და გარემოებაში მოხვედრილიყო, მთავრობის საგანგებო გადაწყვეტილებით რუსეთმა საქართველოს დაუბრუნა.
ამასობაში საფრანგეთის მთავრობამ სადავოდ ქცეულ განძეულობას ადგილი შეუცვალა და მარსელის ბანკიდან  პარიზის ერთ–ეერთ ბანკში გადმოიტანა და  მცველად ფრანგი მოხელე ჟოდონი მიუჩინა. სწორედ იმ ხანად, როცა , როგორც იტვიან, დანა და ყელი ერთად იყო,   ობოლინსკის ქვრივმა, სამეგროლოს უკანასკნელი მთავრის ნიკოლოზ დადიანის ასულმა სალომემ, საქმე აღრძა, რომელიც 7 წელს გაგრძელდა და განძეულის ის ნაწილი მოითხოვა, რომელიც მისი მამა–პაპის კუთვნილი ზუგდიდს სახლიდან იყო წამოღებული, საბოლოდ ეს სასმართლო ექვთიმე თაყაიშვილმა მოიგო.
1926 წელს ნიუ-ორკის `მეტროპოლიტენის~ დირექტორი ექვთიმეეს შეხვდა და სთხოვა ქართული საგანძური ამერიკაში 6 თვით გამოეფინათ მაგრამ, ექვთიმემ  ჩვეული სიმტიცით უარი უთხრა.
მოგვიანებით ისევ ესტუმრნენ ექვთიმეს, მაგრამ მათ  ახლა ახლდათ ინგლისელი ქართველოლოგი ალენი.  ისინი პირველ რიგში ითხოვდნენ მინანქრიან ნივთებს. წარმომადგენლები იხდიდნენ ნახევარ მილიონს , განძის შენახვის თანხებს. აგრეთვე ალბომისა და მოხუცის ნაშრომების თანხებს.
გამოცემას, რომელიც საფრანგეთში დაიწერა (,,საქართველო რომაელთა დროს”, ,,ქართული წარმართობა”, ,,საქართველოს გაქრისტიანება”, ,,აფხაზეთის ისტორია”, ,,ქართული ისტორიოგრაფია   ,,ქართული ენის ადგილი მსოფლიოს ენათა შორის და მისი კილოკავები”) და სხვა  ნაშრომები და მის მატერიალურ უზრუნველყოფას.
ახალგორის მინანქრის ხატის შესყიდვაში რა პირობებს სთავაზობდნენ მშიერ მოხუცს უცხო ქვეყანაში და დღეს ბიზნესმენ-საქმოსნები შინაური და გარეული მტრები ერთად 8 მილიონს სთავაზობენ საგანძურში.
   ეს საგანძური ღვთიური ძალის მატარებელია, მან საუკუნეები მანძილზე მონღოლებას, ოსმალობას, თურქ-სელჯუკობას გადაარჩინა ქართველი ერი. სწორედ ეს არის ღვთიური ძალისხმევის დასტური ამ ქრისტიანულ ჯვარ-ხატებს საქართველოსათვის საკლარული, სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.
   დღეს საქართველოში ისედაც მძიმე მდგომარეობაა, ზედმეტ სირთულეს ნუღა ვიქმნით. ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა არის საგანძურის ხელშეუხებლობა. ესოდენ ძვირფასი საუნჯე ვის უნდა მივართვათ, როცა შუაგულ ევროპაში ომია, რომელიც სამწუხაროდ შიძლება მესამე მსოფლიო ომში გადაიზარდოს.
   მსოფლიოს უძველესი კულტურის მატარებელი ქვეყნის საგანძური ყოველთვის იყო მსოფლიოს ყურადღების ცენტრში. განსაკუთრებით კი საგანძურზე მონადირე აშშ.
   საქართველოს განძეულობამ, რომელიც ბევრ მსოფლიო მნიშვნელობის ხელოვნების ნიმუშს შეიცავდა, მადა მრავალ ბიზმესმენს აღუძვრა. განძეულობის საფრანგეთში ჩატანის თანავე მენშევიკურ მთავრობას მოაკითხა ნიუ–იორკის ნატიფ ხელოვნებათა მუზეუმის დირექტორმა და მოლაპარაკება გაუმართა ქართულ კოლექციებში დაცული მინანქრების შეძენის თაობაზე. ქართული მინანქრების ნაწილი, როგორც ცნობილია , 1856 გაიტაცა ქუთაისის გუბერნატორმა ვინმე ლევაშოვმა. შემდეგ იგივე მოიმოქმედა პეტერგბურგელმა ფოტოგრაფმა საბინ გუსმა, ეგზარხოსის ლოცვაკურთხევით გაიტანა მინანქრის საუკეთესო ნიმუშები გელათის, მარტვილისა და ჯუმათის მონასტრებიდან, ვითომ უნდა შევაკეთებინოო. მან ბოროტად გამოიყენა ეს უფლება, მოსპო ბევრი ძველი ხატი თვით ეკლესიაში განახლების დროს და მათი მინანქრიანი მედალიონები კი მიჰყიდა კოლექციონერ ზვენიგორდოსკის. როგორც ცნობილია მინანქრის ხელოვნება დიდად იყო საქართველოში გავრცელებული და ჩვენებურ ხატებზე ხშირად ეკრა მედალიონები ბიზანტიურიცა და ქართულიც. თუმცა იციან მინანქრიანი ხატებისა და სხვა საეკლესიო ნივთების დამზადების რეცეპტი. მაინც ვერავინ ახერხებს ამ ხელოვნების აღდგენას. ზვენიგოროდიმ ჩვენს მინანქრებში  ნიუ–ორკის ,,მეტროპოლიტენ მუზეუმისაგან” მიიღო 200000 მანეთი, რაც იმდროისათვის ერთობ დიდი ფული იყო” (თაყაიშვილი ტ.1. გვ.408)
   ახლა, როდესაც ჩვენ ასეთი კრიტიკული მომენტი შეგვექმნა გნებავთ პოლიტიკური, გნებავთ სოციალური, გნებავთ რელიგიური. ამ ნივთებზე მეოცნებე ,,მეტროპოლიტენის მუზეუმს” კოლექციის გამდიდრება მოუნდა. ვისი მეშვეობით? ვაი ბიზნესმენ ქართველების ხელით. ნუთუ ისე დავეცით ქართველებო, რომ ფულის გულისთვის ეშმაკსაც კი შევეკარით. ექვთიმეს ლოზუნგი ერთი იყო: ,,ეშმაკსაც კი შევეკრები ოღონდ განძი გადავარჩინო”. მშიერ–მწყურვალე ექვთიმე და ნინო. რომელთა ულუფა 16 დღე ნახევარი ლიტრი რძე იყო, თითო კვერცხი, 400 გრამი პური, სარამოს უშაქრო ჩაი. როცა ეს არ ჰქონდათ ნისიად დღეში ერთხელ სადილს აწვდიდათ მეზობელი. ამისთანა დღეებს რამდენს ნახავთ ნინოს დღიურში.
   ექვთიმე თაყაიშვილი საოცარ გამძლეობას იჩენდა მატერიალური სიდუხჭირის გამო; ამას იგი იტანდა ოღონდ კი შემოქმედებითი მუშაობა განეგრძო.
   1925 წელს 11 სექტემბერს ნიკო მარს სწერს: ,,სწორედ ტრაგიკული მდგომარეობაა, როცა ვგრძნობ, რომ ბევრი სიცოცხლე აღარა მაქვს და ვეღარ მოვასწრები, ასე ჭირვარამით შეკრებილი მასალა გამოვაქვეყნო!”
   მან პირველმა იმოგზაურა ეგრედწოდებულ თურქეთის საქართველოში .ჩვენი მამა–პაპის სისხლით მორწყული ძველი მესხეთის მიწა–წყალი 1902, 1907 და 1917 წელს შემოიარა და დაწვრილებით აღწერა , საქართველოს მოწყვეტილი განუმეორებელი კულტურის  ძეგლები–ეკლესიები ოშკი, ბინა, იშხანი, ხახული, ანჩა ტბეთი, პარხული. ექვთიმე თაყაიშვილი იყო პირველი თვალსაჩინო ქართველი მეცნიერი–მკვლევარი, რომელიც ჯერ კიდევ ახალგაზრდა შეუდგა საქართველოს ეკლესია–მონასტრებში დაცული ისტორიული საბუთების შეგროვება პუბლიკაციასა და ხუროთმოძღვრული ძეგლების შესწავლა აფიქსირებას. მისი ნაშრომები გამოიცა პარიზში: 1937 წელს არქეოლოგიური ექსპედიცია ლეჩხუმ–სვანეთში”. 1939 წელს ,,მეფეთა და კათალიკოსთა სულთა მატიანე “ნიკორწმინდის ხელნაწერი ,,არქეოლოგიური მოგზაურობა სამეგრელოში “. ამ ნაშრომებში აღწერილია საქართველოს ეკლესიები როგორც გარეგნული იერით, ისე მისი ხატებითა და ხელნაწერებით. ყველა ამ საქმეში ჩართული იყო განათლბული მეუღლე ნინო პალტარაცკაია, რომელიც საბეჭდ მანქანაზე ნაშრომებს უბეჭდავდა და ნაშრომებს ფრანგულ ენაზე თარგმნიდა.
   1931 წლის 8 მარტს ექვთიმე თაყაიშვილს მეუღლე გარდაეცვალა. ირ. სონღულაშვილს სწერს თბილისში (ირ. სონღულაშვილი იყო საქართველოს ხელოვნების მუზეუმის თანამშრომელი) ,,ჩემი სიობლე, ჩემი მარტოობა და უმწეო მდგომარეობა უსიტყვოდ და კარგად უნდა წარმოიდგინოთ ჩემი მდგომარეობა”. ამჟამად დაღუპვას ერთმა კეთილისმყოფელმა გადამარჩინა. ბრიუსელის ერთ–ერთ სასტუმროში გადამიყვანა”.
   იქიდან დაბრუნების შემდეგ იმდენად გაჭირვებული იყო, რომ თვალები ასტკივდა და ლევილიდან 26 კილომეტრით დაშორებულ პარიზამდე ვერ ჩავიდა. ხშირად უსადილოდაც რჩებოდა. მაგალითად, მას 1934 წელს, თებერვალში 6 დღე არ უსადილია. მარტში კი 13 დღე. (ი.თაყაიშვილის უბის წიგნაკი)
   ექვთიმე თავისი ბუნებით ოპტიმისტი იყო. 1937წ. ირ. სონღულაშვილს სწერდა: ,,დავეცი ფეხი მოვიტეხე ( ერთი ხომ ადრე ჰქონდა მოტეხილი, რის გამოც მთელი ცხოვრება კოჭლობდა). პარიზის საავადმყოფოში ვწევარ, მდგომარეობა ერთობ მძიმეა ეს აღსასრულის დასაწყისია, ნინო აღარ მყავს ამ მდგომარეობაში ჩემი მოვლა მხოლოდ მას შეეძლო. მე ხომ იცი მტკიცე ხასიათის არსება ვარ საზოგადოდ”...
   გაჭირვება გაჭირვებას ემატებოდა ამხელა სიმდიდრის მცველი ექვთიმე თაყაიშვილი პურის ნატეხსა და წყალზე გადადიოდა, ქონებას ფხიზელ დარაჯად უდგა და შეუნელებლივ განაგრძობდა მეცნიერულ მუშაობას. საფრანგეთში ჩასვლისთანავე ის პარიზის ნუმიზმატთა საზოგადოების წევრად აირჩიეს, მალე სააზიო საზოგადოების წევრიც გახდა და მის ბეჭვდით ორგანოებში სისტემურად თანამშრომლობდა. 
   1822 წელს დაარსდა  ,,პარიზის სააზიო საზოგადოება”. ამ საზოგადოებაში დაიწყეს ჩინურის, არაბულის, სანსკრიტულის, მანჯურიულის, პალის, სომხურის შესწავლა. აქვე დაიწყეს ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიის შესწავლა. მარი ბროსე თავის დროზე წერდა, რომ ამ საზოგადოებამ რამდენიმე თვეში გადაწყვიტა ქართული შრიფტის ჩამოსხმა. ქართული ენის შესწავლისათვის გამოსცეს ქართული ენის ლექსიკონი და გრამატიკა, რაოდენ დიდია მარი ბროსეს დამსახურება ქართული ენის წინაშე. ავიღოთ ფრანგისაგან მაგალითი ცრუ პატრიოტმა ქართველებმა, შენობას სახურავით ნუ დავიწყებთ, ფუნდამენტი გავაძლიეროთ და გავამყაროთ.
   დასავლეთ ევროპაში საქართველოს ისტორიის, ენის ძეგლების მეცნიერული შესწავლის ინტერესი ადრინდელ ხანას, რომ თავი დავანებოთ, XVIII საუკუნეში დაიწყო.
   ,,პარიზის სააზიო საზოგადოების” წევრი იყო ექვთიმე თაყაიშვილიც. მან დაწერა და საბჭოს სხდომაზე სხვა ნამუშევრებთან ერთად წარადგინა ,,ქართული ენის მნიშვნელობა მსოფლიო ლიტერატურაში და მისი კილოკავები”.
   დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. უნიჭო გენერლებისა და გამყიდველი მთავრობის მიერ გაცემული საფრანგეთი ჰიტლერული გერმანიის სალდათური ჩექმის ქვეშ მოექცა. დარეკა პარიზის ბანკის სეიფებში ჩაკეტილი საქართველოს სამუზეუმო ქონების ყოფნა–ა რყოფნის ჟამმა. იწყება მისი სულიერი წამება, რა ქნას რა გზას დაადგეს , ,,ეს რა რისხვა დამატყდა”. დაიწყო გერმანელების პარპაში. სამი კაცი მოადგა ემიგრანტი ქართველების ხელშეწყობით, ერთი სამხედრო პირი–პოლკოვნიკი , მეორე–საერო პირი, მესამე– მათი დამხმარე გამომძიებელი. მოთხოვეს ყუთების გახსნა. გახსნეს ორი ყუთი ერთი საუკეთესო ნივთებისა და მეორე არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოგროვილი მასალა. ამ მასალბის თავზე ნაპოლეონ ბონაპარტის პატარა ბიუსტი იდგა, რა თქმა უნდა კონსპირაციის მიზნით. ,,ჩვენ ეს არ გვაინტერესებს მოგვეცით ოქროულობა, მინანქრიანი ხატებიო. მოხუცმა პასუხი გასცა, ძვირფასეულობა ამერიკაში არის წაღებილი. ნაცისტებს ზოგიერთი ქართველი მომხრობოდა და ჰიტლერის თაყვანისმცემელი გამხდარიყო, ისი დაუფიქრებლად დარწმულებული იყვნენ,
ჰიტლერი საქართველოს თავისუფლებას მიანიჭებსო... მათ დააჭერინეს და გერმანიაში წაიყვანეს პროფესორი ზ. ავალიშვილი, რომელიც იქ უდროოდ გარდაიცვალა (ქალაქის დაბომბვისას) და მასთან ერთად დაგვეკარგა აუარებელი ისტორიული მასალა საქართველოს შესახებ, რომელიც ზ. ავალიშვილს ჰქონდა შეგროვილი... ქართველი ემიგრანტების ერთ ნაწილს, რატომღაც ეგონათ მცირე ავტონომიას მოგვცემსო. მენშევიკების დროს საქართველოში გერმანიის ელჩი ცდილობდა ფიურერი დაერწმუნებინა, ქართველები ძველი კულტურის ერია და ავტონომიის ღირსნი არიანო. ჰიტლერი აინუნშიც არ აგდებდა მას, მაგრამ ბერლინელი ზოგი ქართველი მაინც დაუფიქრებლად მისდევდა ჰიტლერს.
   გერმანიაში გადასვლაზე გადაჭრილი უარი ვუთხარი: ,,მე აქ ქართულ მუზეუმთა განძეულობის მეთვალყურედ ვარ გამოგზავნილი და აქ უნდა დავრჩე “. ამან მეორე საშიშროება წარმოშვა:... გერმანელებმა ოფიციალურად საფრანგეთის მტავრობისაგან მოითხოვეს განძეულის გატანა ბერლინში. დაიწყო მოლაპარაკება. ,,ამ გასაჭირში დავიხმარე ერთი დიდი საქმოსანი ქართველი გ.ბ.,რომელიც არწმუნებდა გერმანელებს ეს საგანძური მხოლოდ საქართველოსთვის არის ღირებული, დიდი სახარბიელო აქ არაფერია  დოჟონმა მითხრა შემდეგ გ.ბ. რომ დათანხმებოდა, გერმანელები უთუოდ გვაიძულებდნენ მიგვეცა თქვენი განძეულობანი”. (ექ. თაყაიშვილის რჩეული ნაწერები გვ. 411, 412) მერამდენე განსაცდელი აიცილა ერისათვის თავდადებულმა მოხუცმა. საქართველოში განძეულის დაბრუნებისას დარდი არ ასვენებდა. ამ რამდენიმე დღის წინ რუსთავის არხზე დიქტორმა კიდევაც დააყვედრა ექვთიმე თაყაიშვილს ,,მას ხომ მეჭურჭლეთუხუცესი უწოდესო”. ეს იყო უზნეობის ერთ–ერთი მაგალითი.
   საბჭოთა კავშირის ელცად საფრანგეთსი დაინიშნა ბოგომოლოვი. დაუყოვნებლივ მიმართა ექვთიმემ სატანადო წერილით. მისგანპასუხი მალე მიიღო. გამოუგზავნა ავტომანქანა, ,,პირველად ძალიან მეუხერხულა ჩემი ასეთი პატივით მიღება. მისვლისთანავე შემომთავაზა საუზმე, შემდეგ საქმეზე ვისაუბროთო.”
   ბოგომოლოვს გარდა სიტყვიერი განცხადებისა, წერილითაც მიმართა განძეულობის დაბრუნების შესახებ. იმ დროს საფრანგეთის მთავრობის სათავეში იდგა გენერალი დე–გოლი.
   ბოგომოლოვმა მითხრა: ,,დეტალურად მე ვერ ავუხსნი საქმის ვითარებას”, ამიტომ გთხოვთ მომცეთ ჯეროვანი მოხსენება... რა თქმა უნდა დავწერე და გადავეცივრცელი მოხსენება ქართველი ერის უძველესი კულტურიდან მოყოლებული ისტორია და რაც მთავარია ეს განძი ი.სტალინის სამშობლოს ერის კუთვნილებაა...” ბოგომოლოვმა იგი მაშინვე წარუდგინა. დე–გოლს წაკითხვის შემდეგ 5 წუთიანი პაუზა გაუკეთებია და სტალინი შემდეგი სიტყვებითშეუფასებია ,,ნუთუ ამ მცირე ერს შეეძლო ასეთი გიგანტი ადამიანი ეშვა”... ჯერ კიდევ ომი არ იყო დამთავრებული დე–გოლი და ბოგომოლოვი ერთად გაფრინდნენ მოსკოვში. საფრანგეთის საბოლოო ხსნა დიდად იყო დამოკიდებული საბჭოთა კავშირზე, დე–გოლს უარის თქმა არ შეეძლო და მანაც გასცა გაკარგულება, რომ დაუყონებლივ დაგვბრუნებოდა განძეულობა. მიუხედავად შინაგან საქმეთა მინისტრის წინააღმდეგობისა ბოგომოლოვმა თავისას მაინც მიაღწია.
   ასე დაიბადა ხელმეორედ ეს წმინდა მოწამე კაცი, დაიბადა 82 წლისა, და სამშობლოს შემდგომი სამსახურისათვის ახალი ძალითა და ენერგიით აღვსილი ტავის სალოცავ ხატს მამულს 0დაუბრუნდა. ორმა საგანგებო თვითმფრინავმა, აფრიკისა და ახლო აღმოსავლეთის აეროპორტიების მოვლით თითქოსდა საზეიმო წრეს უვლიანო , საქართველოში ჩამოიტანა ხალხის კუთვნილი სამუზეუმო განძეულობა, რომელსაც ათეული წლების განმავლობაში ფარვანასავით თავს დასტრიალებდა ექვთიმე თაყაიშვილი –,,არაფერი დაგვეკარგოსო”.
   დიახ, ,,არაფერი არ უნდა დაგვეკარგოსო”!– ეს იყო დევიზი დიდი ქართველი მამულიშვილისა და უკეთესს რარას შევძენთ ერსა და ქვეყანას. თუ ამ დევიზს, შეუდრეკელი ერისკაცი მუხლჩაუხრელად მისდევდა, ჩვენ ყველანი მისი შთამომავლები ვალდებული ვართ, ჩვენივე მიწაზე დავიცვათ და გადავარჩინოთ ნაწამებ–ნაოფლარი ერის კუთვნილება. ვაი საქართველო, რომ შენივე შვილებმა დღეს ეს ყველაფერი პირად კეთილდღეობის, გამდიდრების წყაროდ აქციეს. ზნედაცემული ადამიანები ამ საქმეს უნდა მოვაცილოთ. ისინი, ხომ საქართველოს პრეზიდენტს შეგნებულად უქმნიან პრობლემებს.ვინ გადაარჩინა 70–90-იან წლებში საქართველოს საუკუნეების მანძილზე მიტოვებული ძეგლები. მან შექმნა ძეგლთა დაცვის კომიტეტი, ამ კომიტეტმა უდიდესი სამუშაოები განახორციელა ძეგლების აღდგენაში. სწორედ მაშინ ჩამოყალიბდა საქართველოში აღმდგენ–რესტავრატორთა სკოლა. დღეს ძეგლთა დაცვის კომიტეტი განიარაღებულია, კულტურის სამინისტრო კი მონსტრია. საქართველოს კულტურა, ხელოვნება, მუსიკა, თეატრი, ერთეულებით განისაზღვრება. მუზეუმებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია. დევიზი ასეთია–გავიტანოთ, გავაცნოთ, გავანიავოთ. ამისათვის იბრძოდა საქართველოს ამაგდარი!?
   ჩვენი ოჯახიდან ერთ–ერთი უნიკალური ხატის დაკარგვის ისტორიის თვითმხილველი ვარ.
   1958წ. 31 დეკემბერს 24 საათზე გარდაიცვალა ბებია ანნა პალტარაცკაია (ნინო პალტარაცკაია–თაყაიშვილის და). სიკვდილის წინ, როდესაც ის სიცოცხლეს ებრძოდა, პაუზებით სამჯერ გაგვაფრთხილა: Ниночка береги икону, а то будет плохо. მართლაც 1989 წლის სექტემბერში გაგვქურდეს, წაიღეს დიდძალი ძველი ანტიკვარული ნივთები. მათ შორის უნიკალური ხატი, რომელიც პალტარაცკების ოჯახის რელიქვია იყო. ეს ხატი ანნა პალტარაცკაიას ოჯახს გადაეცა. ხატი ეკუთვნოდა ეგნატე სიმონის–ძე პალტარაცკის, რომელიც ქუთაისში მეფისნაცვლად მუშაობდა. მას შემდეგ დამკვიდრდნენ პალტარაცკები საქართველოში.
   ივანე ეგნატეს ძე პოლტარაცკის ყველა შვილი ეროვნების გრაფაში ქართველს სწერდა. ამ საკითხზე საუბარს აღარ გავაგრძელებ, რადგანაც საქართველოს და ქართველი ერის წინაშე მათ დიდი დამსახურება მიუძღვით ( ეს კიდევ სხვა თემაა).
   რით დამთავრდა ხატის დაკარგვის ისტორია? ქურდებს მივაგენით, არაფრის დაბრუნებას არ ვითხოვდით ვთხოვდით მხოლოდ ხატს. მე პირადად შევხედე სამივე ქურდს და ვთხოვე, ხატი დამიბრუნეთ დანარჩენი სიმდიდრე თქვენი იყოს ხმას არ ამოვიღებთ. მისი ძალა თქვენ დაგღუპავთ. რა თქმ აუნდა ყურად არ იღეს. დღეს, სამწუხაროდ,  არც ერთი ცოცხალი არ არის და ვინც გაყიდა იმის ოჯახში 6 შვილიდან მხოლოდ ერთი დარჩა. ღმერთო მაპატიე!
   რატომ გადაეცა ანნა პალტარაცკაიას ოჯახს? მისი მეუღლე იყო ივანე ნიჟარაძე, ენათმეცნიერი, უნივერსიტეტის პროფესორი, სვანებში ხატების ძალა განსაკუთრებით ძლიერად აღიქმება.
   ალბათ ამან განაპირობა, რომ ხატის მემკვიდრეები ჩვნ გავხდით. ბაბუა, ივ. ნიჯარაძე ხშირად იტყოდა: ,,ხატრე ლიშდრალს მამა ჰაყა”, ე.ი. ხატების თამაში არ შეიძლება. ასე რომ ქრისტეს მეორედ მოსვლას საქართველო საკუთარი მადლით აღვსილი საუნჯით უნდა შეხვდეს.
   კონსტანტინე გამსახურდია წერდა” სამმა დიდმა მამულიშვილმა კიდევ ერთხელ დაამშვენა ჩვენი საქართველოო. ილია ჭავჭავაძემ, ექვთიმე თაყაიშვილმა და ივანე ჯავახიშვილმა. მათ ძველ ეპოქაში რომ ეცხოვრათ, მათ უეჭველად წმინდანად შერაცხავდა ჩვენი ხალხი და ჩვენი ტაძრების ძვირფას ფრესკებს მიემატებოდა სამი სათაყვანებელი ხატება”.

Комментариев нет:

Отправить комментарий